

ტრენერთა ტრენინგი
გსურთ, თანამედროვე გეშტალტთერაპიის კურსი გაიაროთ ჯანი ფრანჩესეტის, პიტერ ფილიპსონის, იან რუბალის, ნურით ლევაისა და ჰანა შერლერის ერთობლივ სასწავლო პროგრამაში?
გთავაზობთ, მსურველთა მოთხოვნებზე მორგებულ 3 ახალ ტრენინგ-პაკეტს!
I ტრენინგ-პაკეტი
განკუთვნილია კურსდამთავრებული გეშტალტთერაპევტებისთვის და მიზნად ისახავს საერთაშორისო რანგის ტრენერებისა და ჯგუფური ფსიქოთერაპევტების მომზადებასა და სერტიფიცირებას.
პროგრამა მოიცავს ტრენინგ-მოდულებს, ასევე თეორიისა და მეთოდოლოგიის სწავლებისა და ჯგუფური ფსიქოთერაპიის პრაქტიკას სუპერვიზიით. სუპერვიზიას განახორციელებენ პროგრამის ტრენერები: ჯანი ფრანჩესეტი, პიტერ ფილიპსონი, იან რუბალი, ნურით ლევაი და ჰანა შერლერი.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო რანგის ტრენერის სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს EAGT, EAP და AAGT (დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ).
-კურსის წლიური ღირებულება: 2000 ევროს ექვივალენტი ლარში.
-გადახდა შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკით.
II ტრენინგ-პაკეტი
„კვალიფიკაციის ამაღლების კურსი თანამედროვე გეშტალტთერაპიაში“
I პაკეტისგან განსხვავებით, პროგრამა არ მოიცავს თეორიისა და მეთოდოლოგიის სწავლებისა და ჯგუფური ფსიქოთერაპიის სუპერვიზირებულ პრაქტიკას.
მონაწილეები გაივლიან თანამედროვე გეშტალტთერაპიის კურსს ჯანი ფრანჩესეტის, პიტერ ფილიპსონის, იან რუბალის, ნურით ლევაისა და ჰანა შერლერის ერთობლივ სასწავლო პროგრამაში.
პროგრამა განკუთვნილია როგორც სტუდენტი-პრაქტიკოსებისთვის, ასევე გეშტალტთერაპიის კურსდამთავრებულთათვის.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა თანამედროვე გეშტალტთერაპიაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსის სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს EAGT, EAP და AAGT
⬇ (დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ)
-კურსის წლიური ღირებულება: 1500 ევროს ექვივალენტი ლარში.
-საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წევრებისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი ფასდაკლება — 1200 ევროს ექვივალენტი ლარში.
-გადახდა შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკით.
III ტრენინგ-პაკეტი
განკუთვნილია გეშტალტთერაპიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, ასევე სტუდენტი-პრაქტიკოსებისა და გეშტალტთერაპიის კურსდამთავრებულთათვის.
პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგ-მოდულების არჩევითად გავლის შესაძლებლობას.
შერჩეული ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს EAGT, EAP და AAGT (დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ).
-1 ტრენინგ-მოდულის ღირებულება: 350 ევროს ექვივალენტი ლარში.
-საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წევრებისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი ფასდაკლება — 280 ევროს ექვივალენტი ლარში.
პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი
პროგრამის შინაარსი:
-
შფოთვითი აშლილობების გეშტალტთერაპია (დეპრესია, ფობია, ობსესიურ-კომპულსიური ქცევა); პანიკური შეტევები
-
ფსიქოზები; ადიქციები, თანადამოკიდებულებაში მყოფ ადამიანებთან მუშაობა;
-
ჯგუფური გეშტალტთერაპია
-
წყვილებისა და ოჯახების გეშტალტთერაპია
-
გეშტალტთერაპია ბავშვებთან, მოზარდებთან და ხანში შესულებთან
-
ეთიკა გეშტალტთერაპიაში
-
გეშტალტთერაპიის სწავლების/ტრენინგის მეთოდები
-
ფსიქოპათოლოგია და ველის თეორია გეშტალტთერაპიაში.
ტრენინგები ჩატარდება სამ თვეში ერთხელ, 24 საათის განმავლობაში (3 დღე).
I ტრენინგ-პაკეტი
თანამედროვე გეშტალტთერაპიაში საერთაშორისო რანგის ტრენერებისა და ჯგუფური ფსიქოთერაპევტების მომზადების პროგრამა
პროგრამა განკუთვნილია კურსდამთავრებული გეშტალტთერაპევტებისთვის.
პროგრამის წარმატებით დასრულება და სერტიფიცირება გულისხმობს თქვენთვის საერთაშორისო რანგის ტრენერისა და ჯგუფის ფსიქოთერაპევტის ცენზის მინიჭებას.
მიღებული სერტიფიკატის საფუძველზე თქვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებისა და ჯგუფური ფსიქოთერაპიის საათებს აღიარებს EAGT, EAP და AAGT.
მონიჭებული სტატუსის საფუძველზე, თქვენი ტრენინგ-ჯგუფებისა და ჯგუფური ფსიქოთერაპიის მსურველთა რიცხვი განუზომლად გაიზრდება, რადგან თქვენთან გავლილი საათები საერთაშორისო დონეზე იქნება აღიარებული.
მოგეცემათ შესაძლებლობა, იმუშაოთ გეშტალტთერაპიულ ინსტიტუტებში მეთოდოლოგიის ტრენერებად და ჯგუფის ფსიქოთერაპევტებად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ — ევროპასა და სხვა ქვეყნებში.
ტრენერთა გუნდი თანამედროვე გეშტალტთერაპიის მსოფლიო ვარსკვლავებისგან შედგება.
ამ პროგრამის ფარგლებში ისინი ჩაგიტარებენ არა მხოლოდ ტრენინგებს, არამედ განახორციელებენ თქვენი პრაქტიკული მუშაობის სუპერვიზიას თანამედროვე გეშტალტთერაპიის მეთოდოლოგიასა და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი ინსტიტუტი.
*1 წლის სწავლის საფასური: 2000 ევროს ექვივალენტი ლარში.
გადახდა შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკით.
II ტრენინგ-პაკეტი
კვალიფიკაციის ამაღლების კურსი თანამედროვე გეშტალტთერაპიაში
I პაკეტისგან განსხვავებით, ეს პროგრამა არ მოიცავს გეშტალტთერაპიის მეთოდოლოგიასა და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში სუპერვიზირებულ პრაქტიკას.
განკუთვნილია სტუდენტი-პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტებისა და გეშტალტთერაპიის კურსდამთავრებულთათვის.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოგენიჭებათ თანამედროვე გეშტალტთერაპიაში კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს EAGT, EAP და AAGT.
*კურსის წლიური ღირებულება: 1500 ევროს ექვივალენტი ლარში.
საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წევრებისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი ფასდაკლება — 1200 ევროს ექვივალენტი ლარში.
გადახდა შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკით.
III ტრენინგ-პაკეტი
პროგრამა ითვალისწინებს ტრენინგ-მოდულების არჩევითად გავლის შესაძლებლობას.
განკუთვნილია გეშტალტთერაპიის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, ასევე სტუდენტი-პრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტებისა და გეშტალტთერაპიის კურსდამთავრებულთათვის.
შერჩეული ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს EAGT, EAP და AAGT.
*1 ტრენინგ-მოდულის ღირებულება: 350 ევროს ექვივალენტი ლარში.
საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის წევრებისთვის გათვალისწინებულია 20%-იანი ფასდაკლება — 280 ევროს ექვივალენტი ლარში.
ჩვენი ინსტიტუტი
გეშტალტის ინსტიტუტი კავკასიის მასშტაბით ერთადერთია, რომელიც ფლობს ევროპულ EAGT აკრედიტაციას.
პროგრამის ტრენერები
თანამედროვე გეშტალტთერაპიის მსოფლიო თანავარსკვლავედი:
1. ჯანი ფრანჩესეტი
გეშტალტთერაპევტი, ფსიქიატრი, ტრენერი და სუპერვიზორი. ტურინის (იტალია) გეშტალტინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, ნიუ-იორკის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის წევრი, EAGT-ის ყოფილი პრეზიდენტი.
ფსიქოსომატური მედიცინისა და სტრესის მკვლევარი, საერთაშორისო პუბლიკაციებისა და მონოგრაფიების, მათ შორის ქართულად თარგმნილი ცნობილი წიგნის „პანიკური შეტევები“, ავტორი.
2. პიტერ ფილიპსონი
გეშტალტთერაპევტი, ფსიქოლოგი, ბრიტანეთის გეშტალტთერაპიისა და ტრენინგის ინსტიტუტის ტრენერი და სუპერვიზორი.
მანჩესტერის გეშტალტცენტრის დამფუძნებელი, ნიუ-იორკის გეშტალტთერაპიის ინსტიტუტის სრული წევრი, მრავალი პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი და საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამების მოწვეული ტრენერი.
3. იან რუბალი
გეშტალტთერაპევტი, ფსიქიატრი, სუპერვიზორი და ფსიქოთერაპიის ტრენერი. მედიცინის დოქტორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ბრნოს (ჩეხეთი) უნივერსიტეტის პროფესორი, SPR-ის ნამდვილი წევრი.
EAGT-ის კვლევის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, მრავალი პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის საერთაშორისო გამოცემის — „გეშტალტთერაპია კლინიკურ პრაქტიკაში. ფსიქოპათოლოგიიდან კონტაქტის ესთეტიკამდე“.
4. ნურით ლევაი
ისრაელის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი, EAGT, EAP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, EAGT-ის ტრენინგის სტანდარტების კომიტეტის თავმჯდომარე, EAGT-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, EAGT-ის ადამიანთა უფლებებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის აქტიური წევრი.
თელ-ავივის Bar-Ilan უნივერსიტეტის ემერიტუსი — გეშტალტის პროგრამის აკადემიური დირექტორი, ბავშვთა დაცვის ეროვნული საბჭოს მრჩეველი.
მრავალი პუბლიკაციისა და წიგნის ავტორი. მუშაობს ინგლისურ, გერმანულ და ებრაულ ენებზე.
5. ჰანა შერლერი
კლივლენდის (აშშ) გეშტალტინსტიტუტის წარმომადგენელი; ევროპაში EAGT-ის მიერ აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი; EuroPsy-ს სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი; EuroPsy-ს სერტიფიცირებული ფსიქოლოგი.
კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორი — სადოქტორო დისერტაცია დაიცვა აშშ-ში, სანტა ბარბარას უნივერსიტეტში; სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი.
თანამედროვე გეშტალტთერაპიაში საერთაშორისო რანგის ტრენერების მომზადების პროგრამა
პროგრამის ხანგრძლივობა — 2 წელი
სასწავლო პროგრამის შინაარსი:
-
გეშტალტთერაპიის სწავლების/ტრენინგის მეთოდები;
-
ფსიქოპათოლოგია და ველის თეორია გეშტალტთერაპიაში;
-
შფოთვითი აშლილობების გეშტალტთერაპია (დეპრესია, ფობია, ობსესიურ-კომპულსიური ქცევა); პანიკური შეტევები;
-
ფსიქოზები; ადიქციები, თანადამოკიდებულებაში მყოფ ადამიანებთან მუშაობა;
-
ჯგუფური გეშტალტთერაპია;
-
წყვილებისა და ოჯახების გეშტალტთერაპია;
-
გეშტალტთერაპია ბავშვებთან, მოზარდებთან და ხანში შესულებთან;
-
ეთიკა გეშტალტთერაპიაში.
ტრენინგები ჩატარდება სამ თვეში ერთხელ, 24 საათის განმავლობაში (3 დღე).
მონაწილეები გაივლიან პრაქტიკას:
-
EAGT-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამაში თეორიისა და მეთოდოლოგიის სწავლება;
-
ჯგუფური ფსიქოთერაპიის ჩატარება;
-
პროფესორის ასისტირება საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში.
პროგრამის თითოეული მონაწილისთვის, მისი თავისუფალი დროის გათვალისწინებით, შედგება პრაქტიკის საათობრივი ინდივიდუალური გრაფიკი შემდეგი მოცულობით:
-
ჯგუფური ფსიქოთერაპია — მინიმუმ 32 საათი;
-
თეორიისა და მეთოდოლოგიის სემინარები — მინიმუმ 40 საათი;
-
საუნივერსიტეტო სწავლება — მინიმუმ 45 საათი.
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები
ჩვენ მალე დაგიკავშირდებით
