
1. პროგრამის შესახებ:
გეშტალტ მიდგომის კომპანიებსა და ორგანიზაციებში დანერგვა უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა პროგრესისა და წარმატების მისაღწევად.
გეშტალტ მიდგომა აერთიანებს გონებას, გრძნობასა და მოქმედებას რეალური, მნიშვნელოვანი და მყარი ცვლილებების მისაღწევად:
-
მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად
-
გუნდის, თანამშრომელთა ჯგუფის, კომპანიის, ორგანიზაციისა და საკუთარი თავის ადაპტაციური შესაძლებლობების გასაფართოებლად
პროგრამის მეთოდოლოგია აერთიანებს:
-
თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეულად ეფექტური მიდგომის - გეშტალტ თერაპიის მიღწევებს
-
ორგანიზაციული განვითარებისა (OD) და სისტემათა თეორიას
პროგრამის პრეზენტაცია:
https://www.facebook.com/100000964236519/videos/166104526554490/
პროგრამა განკუთვნილია:
-
კომპანიის ხელმძღვანელებისთვის
-
მენეჯერებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის
-
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის
-
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის
-
არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მმართველებისთვის
-
საგანმანათლებლო სისტემის — სკოლების, უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელებისთვის
-
კორპორაციული თანამშრომლებისთვის
2. რატომ ეს პროგრამა?
ცვლილებების სწრაფი ტემპი, კონკურენტული ფონი, მენეჯმენტის გამოწვევები, არაპროგნოზირებადი გარემო, პროდუქტიულობის დაბალი ხარისხი, გაცრუებული მოლოდინები, შემოქმედებითობის ნაკლებობა, სტრესი, რომელსაც თან ახლავს გადაღლა და პროფესიული გადაწვა (burnout) — დღევანდელი რეალობაა.
თანამედროვეობაში ნებისმიერი კომპანიის თანამშრომლები ძლიერი გამოწვევების წინაშე დგანან. სტრესული გარემო და საბაზრო პროცესების სირთულეები სულ უფრო მეტად ასოცირდება პიროვნებათაშორისი ურთიერთობების პრობლემებთან, რაც, თავის მხრივ, აფერხებს კომპანიის სვლას დასახული მიზნებისკენ.
ცვლილების მისაღწევად საჭიროა:
-
შინაგანი სიძლიერე
-
ინტუიცია
-
სწორი კომუნიკაციის უნარი
მენეჯერული და ტექნიკური კომპეტენციების გარდა, კომპანიის საქმიანობის ხარისხი ყველა ორგანიზაციულ დონეზე დამოკიდებულია ისეთ უნარებზე, როგორებიცაა:
-
ფართო ხედვა
-
ადამიანების მამოძრავებელი მოტივების ცოდნა
-
თანამშრომლობა გუნდის წევრებსა და გუნდებს შორის
-
სასარგებლო ცვლილებების დანერგვა
-
მოქნილი ინტერვენცია
მოცემული პროგრამის გავლით, მოგეცემათ შესაძლებლობა, მრავალმხრივ განავითაროთ საკუთარი უნარები. სწავლის პროცესში:
-
აითვისებთ გეშტალტის პრინციპებსა და მეთოდოლოგიას
-
შეძლებთ მათ გამოყენებას საკუთარ თავზე, გუნდსა და კომპანიაში
-
ჩაერთვებით ისეთ სასწავლო პროცესში, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, იფიქროთ ახალი კონცეფციებით
-
გამოიყენებთ ახალ სამუშაო მეთოდებსა და მიდგომებს
-
გადადგამთ წარმატების მომტან ექსპერიმენტულ ნაბიჯებს
-
შეძლებთ საკუთარი და გუნდის წევრების პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნას
-
გააუმჯობესებთ გუნდისა და ორგანიზაციის მხარდაჭერას
გარდა პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებისა და ორგანიზაციული გეშტალტ ტექნიკების ათვისებისა, ამ პროგრამის მეშვეობით შეისწავლით:
-
გეშტალტ მიდგომებს, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ თვითშემეცნების გაფართოებას
-
შეიტანთ ცვლილებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში
-
გამოიყენებთ გეშტალტის პრინციპებს დასახული მიზნების მისაღწევად
3. რას მიიღებთ?:
-
თვითშემეცნების უნარების გაუმჯობესება, რომელსაც გამოიყენებთ სამუშაო გავლენების გასაძლიერებლად
-
ავთენტური „მე-ს“ გააქტიურება ლიდერობის სიმყარისა და ეფექტურობის ზრდისთვის
-
გეშტალტის ფენომენოლოგიურ-პრაქტიკული პოტენციალის დაუფლება, დაკვირვებისა და მოვლენების ჰოლისტურად აღქმის უნარის გაუმჯობესებისთვის
-
კომპანიაში/ორგანიზაციაში არსებულ პრობლემურ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირების უნარის განვითარება
-
გეშტალტ-რელაციური დიალოგის ხელოვნების ათვისება, რომელიც დამხმარეა კომუნიკაციის ყველა ეტაპზე: ერთ გუნდად შეკვრა, დაინტერესებული მხარეების მართვა, კლიენტებთან კომუნიკაცია და სხვა
-
ჯგუფის დინამიკის გაგება და მასთან მუშაობა
-
ზეწოლასთან, კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებთან გამკლავების უნარის გაძლიერება
-
გაურკვევლობებსა და რთულ სიტუაციებში სხვადასხვა რესურსის გააქტიურებისა და გამოყენების ტექნიკების ფლობა
-
კომპანიებსა და ორგანიზაციებში არსებული პრობლემების პროცესუალური რეგულაციის ცოდნა — ფორმალური და რიგიდული რეკომენდაციების გამოყენების ნაცვლად.
დამატებითი სარგებელი:
-
კმაყოფილებისა და ენთუზიაზმის ზრდა, რაც იწვევს მუშაობის პროდუქტიულობისა და ხარისხის გაუმჯობესებას
-
პრობლემების ეფექტურად გადაჭრა და შინაგანი სიძლიერის ცხადად განცდა
-
მოტივაციის, თვითორგანიზების, თვითკონტროლის ფარული რესურსების აღმოჩენა-გააქტიურება
-
აქტივობის ღირებულებებით განმტკიცება — სტაბილურობისა და სისტემატურობის გამყარება
4. პროგრამის სტრუქტურა და კონტენტი
ხანგრძლივობა — 8 თვე
4 მოდული:
მოდული 1: პიროვნული, ჯგუფური და ორგანიზაციული წარმატება (20 საათი)
მოდული 2: ჩართულობის გაძლიერება (2.5 დღე)
მოდული 3: ჯგუფის პოტენციალის „შექმნა“ (2.5 დღე)
მოდული 4: ცხოვრების სისტემის შეცვლა (2.5 დღე)
თითოეული მოდულის ხანგრძლივობა — 20 საათი.
სულ: 80 საათი
სწავლა განხორციელდება აუდიტორიულად.
უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგებზე ონლაინ დასწრება.
5. ტრენერები:
სასწავლო პროგრამის ტრენერები არიან ევროპიდან მოწვეული, EAGT (GPO) აკრედიტებული ტოპ-სპეციალისტები:
მოდული 1:
მიჰალ ლევანდოვსკი (Michał Lewandowski) — ვარშავა (პოლონეთი)
EAGT-ის ორგანიზაციული გეშტალტის კომიტეტის თავმჯდომარე და EAGT-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. მუშაობს ჯგუფებთან და ლიდერებთან ინტეგრაციისა და ადაპტაციის საკითხებზე. პოლონეთის გეშტალტ-პრაქტიკოსთა სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია. იგი ევროპაში ორგანიზაციული გეშტალტის პროგრამების შემქმნელი და წამყვანი სპეციალისტია.
ლევანდოვსკი საერთაშორისო რანგის GPO ტრენერი და სუპერვიზორია. აქვს კონსულტანტად, აღმასრულებელ ქოუჩად, ჯგუფის ფასილიტატორად, სუპერვიზორად, ლექტორად და ფსიქოთერაპევტად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციებთან.
არის ვარშავის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
მოდული 2:
იულიუს ლასალე (Julius Lasalle) — ბერლინი (გერმანია)
იულიუსი ორგანიზაციული გეშტალტის მიმართულებით EAGT-აკრედიტებული სპეციალისტია და მოღვაწეობს EAGT-ის GPO კომიტეტში. გეშტალტის გარდა, დაინტერესებულია ლიდერობითა და ორგანიზაციული განვითარებით.
იგი აღმასრულებელი ქოუჩი და ლიდერობის კონსულტანტია. თავის კლიენტებს სთავაზობს ინდივიდუალურ ქოუჩინგს, ჯგუფის ფასილიტაციასა და ლიდერობის განვითარების პროგრამებს.
იულიუსი, კონსულტანტის კარიერის დაწყებამდე, სწავლობდა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 2017 წლამდე მუშაობდა საერთაშორისო კომპანიებში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, რის შემდეგაც მოღვაწეობა დამოუკიდებელ კონსულტანტად განაგრძო.
იულიუსს დაწერილი და გამოცემული აქვს წიგნი — „თვით-გამაძლიერებელი ლიდერობა“, რომელშიც მოუწოდებს ლიდერებს, იპოვონ თავიანთი სტილი ნორმატიულ საზღვრებს მიღმა.
ის ცხოვრობს ბერლინში, ოჯახთან ერთად.
მოდული 3:
ხუშ კლარენი (Guus Klaren) — ამსტერდამი (ჰოლანდია)
EAGT-აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი და ორგანიზაციული გეშტალტის სპეციალისტია. იგი 1988 წლიდან მუშაობს გეშტალტ თერაპევტად, ტრენერად, სუპერვიზორად და პროცესის ფასილიტატორად.
ხუშ კლარენი იყო გეშტალტ თერაპიის ჰოლანდიურ-ფლამანდური ასოციაციის პრეზიდენტი, EAGT-ის საბჭოს წევრი და EAGT-ის ადამიანის უფლებებისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე. ამჟამად ამავე კომიტეტის აქტიური წევრია.
დღესდღეობით ის ახორციელებს საერთაშორისო სუპერვიზიას გეშტალტ ტრენერებისთვის სხვადასხვა გეშტალტ ინსტიტუტში, გეშტალტ თერაპევტებისა და გეშტალტ პრაქტიკოსებისთვის — ორგანიზაციებში. ატარებს სემინარებსა და ტრენინგებს გეშტალტ პრაქტიკოსებისთვის ორგანიზაციულ სფეროში — ცვლილებების, გუნდის განვითარებისა და საოჯახო ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
მოდული 4:
ჯორჯ სტამატისი (George Stamatis) — ათენი (საბერძნეთი)
ორგანიზაციული გეშტალტის მიმართულებით EAGT-აკრედიტებული სპეციალისტი, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, ქოუჩი და ტრენერია.
მრავალი წლის განმავლობაში ჯორჯ სტამატისი ლექციებს კითხულობდა ათენის ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში), პრაღის ნიუ-იორკის უნივერსიტეტსა და ტირანას უნივერსიტეტებში.
არის 18 წიგნის ავტორი, მათ შორის: The Art of Change. Gestalt: A Different Approach for Organizations.
30 წლის განმავლობაში მას მაღალი მენეჯერული პოზიციები ეკავა ბერძნულ და საერთაშორისო კორპორაციებში მარკეტინგის, გაყიდვებისა და კომუნიკაციების მიმართულებით. ის მუშაობდა ორგანიზაციული განვითარების ტრენერად და კონსულტანტად.
დღეისათვის ჯორჯს მინიჭებული აქვს „გეშტალტი ორგანიზაციებში“ — საერთაშორისო ტრენერისა და ქოუჩის სტატუსი; იგი მოღვაწეობს საბერძნეთის პროფესიულ გაერთიანებაში, გეშტალტ ქოუჩინგის მიმართულების კოორდინატორად.
პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
6. (!) GPO — EAGT აკრედიტაციის მსურველთათვის:
8-თვიანი კურსის დასრულების შემდგომ გათვალისწინებულია სწავლების მე-2 ეტაპი (+ 8 თვე და დიპლომირება), რომელიც შედგება 2 სახის პროგრამული პაკეტისაგან:
სწავლების მეორე ეტაპის პროგრამული პაკეტი N1:
ითვალისწინებს გეშტალტ თერაპიის EAGT სტანდარტის პროგრამის (თეორია-მეთოდოლოგიის საფეხურის) კურსდამთავრებულთა სამუშაო პრაქტიკის სუპერვიზიას (15 სთ) და შემდგომ დიპლომირებას.
სწავლების მეორე ეტაპის პროგრამული პაკეტი N2:
ითვალისწინებს GPO ევროპული EAGT აკრედიტაციის მსურველთა იმ კატეგორიას, ვისაც არ აქვს გეშტალტ თერაპიაში EAGT სტანდარტის პროგრამით მიღებული საბაზისო განათლება.
ასეთ შემთხვევაში, სამუშაო პრაქტიკის სუპერვიზიასთან ერთად, პროგრამის ბენეფიციარები გაივლიან გეშტალტის თეორია-მეთოდოლოგიის სპეც-კურსს (4 მოდული — 8 თვე და შემდგომი დიპლომირება).
ორივე საფეხურის სასწავლო პროგრამა მოიცავს 16 თვეს.
მეორე საფეხურის პროგრამის განსახორციელებლად აუცილებელია კომპანიაში/ორგანიზაციაში მუშაობის სტაჟი.
7. ღირებულება და რეგისტრაცია
სასწავლო პროგრამის პირველი საფეხურის ღირებულება — 2000 ევრო.
სასწავლო პროგრამის მეორე საფეხურის ღირებულება გეშტალტ თერაპევტებისთვის — 850 ევრო (პაკეტი N1).
მეორე საფეხურის ღირებულება გეშტალტ თერაპიაში ევროპული სტანდარტის განათლების არმქონეთათვის — 1500 ევრო (პაკეტი N2).
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
კურსზე რეგისტრაციის საფასურია 200 ევრო (შედის სწავლის საფასურში)
