რალფ ჰეფერლაინისა და პოლ გუდმანის ორტომეულის"გეშტალტ თერაპია - აგზნება და ადამიანის პიროვნული ზრდა" - პრეზენტაცია!
- Tea Gogotishvili
- Sep 30
- 1 min read
გიწვევთ,
გეშტალტ თერაპიის ფუძემდებლების - ფრედერიკ (ფრიც) პერლსის, რალფ ჰეფერლაინისა და პოლ გუდმანის ორტომეულის
"გეშტალტ თერაპია - აგზნება და ადამიანის პიროვნული ზრდა" - პრეზენტაციაზე!
წიგნი 2 ტომს აერთიანებს:
I ტომი - თეორიული ნაწილი, გეშტალტ თერაპიის ფილოსოფიურ საფუძვლებს - ჰუმანისტურ, ეგზისტენციალურ და ფენომენოლოგიურ ხედვასა და ფსიქოლოგიურ გაგებას გვაცნობს;
II ტომი- პრაქტიკული ნაწილი, გვთავაზობს ექსპერიმენტულ სავარჯიშოებს — პიროვნული ზრდისა და ფსიქოთერაპიული პროცესის გასაღრმავებლად.
გეშტალტ თერაპიის ეს უმთავრესი წიგნი, იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას:
შეეხოთ საკუთარ თავზე მუშაობის პრაქტიკულ სავარჯიშოებს და
პიროვნული ზრდის ხელშემწყობ საკითხებს;
ჩაწვდეთ აწმყოში სრულფასოვნად ყოფნისა და ფუნქციონირების ხელოვნებას;
აითვისოთ საზღვრების დაცვისა და ნევროტიზაციის პრევენციული მექანიზმები;
გაეცნოთ გეშტალტ მიდგომის, ფსიქოანალიზისა და სხვა ფსიქოთერაპიული მეთოდების კრიტიკულ ანალიზს;
შეიძინოთ შთამაგონებელი გზამკვლევი ფსიქოთერაპიული ცვლილებებისკენ.
გელით, მოხარული ვიქნებით თქვენი სტუმრობის!
032 292 03 36 598 42 03 36








Comments