

პირველი კურსი
ჯგუფური შეხვედრები პროფ. დიმიტრი ნადირაშვილთან
I კურსი• ჯგუფური თერაპია - 200 (ორასი) საათი (თვეში ერთი შაბათი-კვირა). ჯგუფურითერაპია მოიცავს გეშტალტ თერაპიის პრაქტიკული ექსპერიმენტების (PHG) 44(ორმოცდაოთხი) საათს.• ინდივიდუალური თერაპია - 50 საათი.• პირველი კურსის დასასრულს ტარდება საკურსო კონფერენცია.• მეორე კურსზე გადასვლა ხდება ჯგუფური და ინდივიდუალურითერაპევტების მიერ სტუდენტისთვის მიცემული რეკომენდაცია-დახასიათებისსაფუძველზე.

მეორე კურსი
შეხვედრა დიკ ლომპასთან
II -III კურსი• სტუდენტი სწავლობს - გეშტალტ თერაპიის თეორია-მეთოდოლოგიას დაკვლევას 600 (ექვსასი) საათის ხანგრძლივობით.• ყოველი ტრენინგ-სემინარის დასრულების შემდეგ, სტუდენტი ამუშავებსშესაბამის ლიტერატურას, წერს რეფერატს (წერით კოლოქვიუმს), რომელსაცმომდევნო ტრენინგ-სემინარის დაწყებამდე გზავნის ელექტრონული ფოსტითgeonational@gmail.com• თეორია-მეთოდოლოგიის ყოველი ტრენინგ-სემინარის თემატიკაზე,სტუდენტი წარმოადგენს რეფერატს (წერილობითი კოლოქვიუმი), რომელსაციგი გზავნის ინსტიტუტის ელექტრონული ფოსტით, ტრენინგ-სემინარისდასრულების დღიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათ) დღეში. თუ სტუდენტისწერითი კოლოქვიუმების დავალიანება მოიცავს გავლილი ტრენინგ-სემინარების 2 (ორ) თემას, ამ შემთხვევაში სტუდენტი არ დაიშვება მომდევნოტრენინგ-სემინარზე.• სასწავლო პროგრამის ყოველ წლის ბოლოს ტარდება საკურსო კონფერენცია,რომელიც მოიცავს სტუდენტის მიერ ათვისებული სასწავლო მასალისწარდგენას დაკითხვებზე დამაკმაყოფილებელ დონეზე პასუხს.• II - III კურსებზე, სტუდენტებთან მუშაობენ ტუტორები - სუპერვიზანტიპრაქტიკოსები, რომლებსაც შესწორებები შეაქვთ სტუდენტის მიერგამოგზავნილ წერით კოლოქვიუმებში, უტარებენ კონსულტაციებს დარეკომენდაციებს აძლევენ სუსტი მხარეების გასაძლიერებლად.• II კურსის სტუდენტი, I კურსელ სტუდენტებთან ატარებს გეშტალტ თერაპიის(PHG) პრაქტიკულ ექსპერიმენტებს ჯგუფის თერაპევტის ზედამხედველობით.• II და III კურსის სტუდენტი ახორციელებს პროფესორის ასისტირების პრაქტიკასსაუნივერსიტეტო სივრცეში (ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან,პროფესორის ზედამხედველობით ატარებს ლექცია-სემინარებს).

დიპლომების დაცვა
III – IV კურსი• სწავლის დაწყებიდან 2,5 (ორნახევარი) წლის შემდეგ, სტუდენტი იწყებსსუპერვიზირებულ კლინიკურ პრაქტიკას.• სუპერვიზირებული კლინიკური პრაქტიკა მოიცავს კლიენტთან მუშაობის 400საათს.• 4 წლიანი სასწავლო პროგრამის დასრულებამდე, კლინიკური პრაქტიკისპარალელურად, სტუდენტი გადის 150 (ასორმოცდაათ) საათ სუპერვიზიას;აქედან, - 130 (ასოცდაათი) საათი ეთმობა ჯგუფურ სუპერვიზიას და 20 (ოცი)საათი - ინდივიდუალურ სუპერვიზიას.• კლინიკური პრაქტიკის დაწყებისთანავე, სტუდენტი ვალდებულია აიყვანოსEAGT აკრედიტებული სუპერვიზორი - თვეში 1 (ერთი) ინდივიდუალურიონლაინ სუპერვიზიის გავლისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურიპრაქტიკის დაწყებისთანავე, სტუდენტი ვერ ახერხებს EAGT აკრედიტებულისუპერვიზორის ინდივიდუალური სესიებისთვის აყვანას, იგი უნდადაუკავაშირდეს ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებულ ტრენერს და დაიწყოსმასთან ინდივიდუალური სუპერვიზიული კონსულტაციების მიღება - თვეში,მინიმუმ 1 (ერთი) სესიის ოდენობით.• კლინიკური პრაქტიკის დაწყებისთანავე, სუდენტი ვალდებულია მონაწილეობამიიღოს ყოველკვირეულ (ოთხშაბათს 19.00-21.00) აუდიტორიულ (offline)ინტერვიზიაში, სადაც იგი 1 (ერთი) თვის განმავლობაში განსახილველადწარადგენს მინიმუმ 1 (ერთი) კლინიკურ შემთხვევას. სტუდენტისთვისდასაშვებია თვეში ერთხელ ონლაინ ფორმატში ჩართვა და საპატიოა - თვეში 1(ერთი) გაცდენა.• ინდივიდუალური სუპერვიზიის დასრულების შემდეგ, სტუდენტი იღებსსუპერვიზორებისა და ინტერვიზიის წამყვანებისგან წერილობითიდახასიათება-რეკომენდაციას, რომელსაც გზავნის ინსტიტუტის ელექტრონულმეილზე დიპლომის დაცვამდე 1 (ერთი) თვით ადრე.• კლინიკური პრაქტიკა - ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზიის, ასევეყოველკვირეული ინტერვიზიის გარეშე დაუშვებელია.• სასწავლო პროგრამის მეოთხე კურსზე, სტუდენტი წერს სადიპლომო ნაშრომს.• დიპლომირებამდე მინიმუმ 3 (სამი) თვით ადრე, სტუდენტი მონაწილეობასიღებს „წინასადიპლომო პრაქტიკუმში“, რომელიც გულისხმობს 20 (ოც)წუთიანი დიალოგის ფორმატში, გეშტალტ თერაპევტისათვის აუცილებელიპროფესიული უნარების დემონსტრირებას. დიალოგი მოიცავს კლიენტთანრელაციური დიალოგის წარმართვას, გეშტალტ თერაპიული ტექნიკებისგამოყენებას, ასევე პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის შენიშვნებისა დარეკომენდაციების მიღებას.• 4 (ოთხ) წლიანი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ,სტუდენტი იცავს დიპლომს.
მეოთხე კურსი
„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ ახორციელებს ფსიქოთერაპიის და ფსიქოლოგიური კონსულტირების სწავლებას საერთაშორისო სტანდარტის EAGT ტრენინგ-პროგრამით.ინსტიტუტში მოღვაწეობენ ევროპასა (EAGT, EAP) და აშშ-ში (AAGT) აკრედიტებული ტრენერები და ფსიქოთერაპევტები. კურსის კურატორია – EAGT სასწავლო სტანდარტების კომიმიტეტის თავჯდომარე – პროფ. ნურით ლევაი (Nurith Levi).„საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი“ ამზადებს საერთაშორისო დონის პროფესიონალებს. კურსდამთავრებულები იღებენ ევროპულ EAGT აკრედიტაციას, რაც გულისხმობს მათი პროფესიული ცენზის და კვალიფიკაციის საერთაშორისო აღიარებას.თანამედროვე მსოფლიოში, ფსიქოთერაპია უნივერსიტეტის შემგომი განათლების სფეროს განეკუთვნება. ფსიქოთერაპევტის პროფესიის დაუფლებისათვის საჭიროა ფსიქოლოგიის/სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომის ფლობა.მათთვის, ვისაც არ აქვს შესაბამისი საბაზისო ცონდა ფსიქოლოგიაში, შემუშავებულია EAGT-ს მიერ აღიარებული მოსამზადებელი სპეც-კურსი გამოყენებით ფსიქოლოგიაში, რომლის გავლა პარალელურად (დამატებით) არის შესაძლებელი ფსიქოთერაპიის შესწავლის EAGT პროგრამის პირველ კურსზე .„საქართველოს ეროვნულ გეშტალ ინსტიტუტში“, EAGT ტრენინგ-პროგრამის დასრულება, დიპლომის დაცვა და ფსიქოთერაპიაში ევროპული აკრედიტაციის მიღება შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ მინიმალურ ვადაში – 4 წელიწადში. ტრენინგის განრიგი იძლევა სწავლის და მუშაობის შეთავსების საშუალებას.– მოქმედებს გაცვლითი პროგრამები ევროპულ გეშტალტ ინსტიტუტებში.– 2 წლის შემდეგ, პროგრამის მონაწილეები იწყებენ ფსიქოთერაპიაში, ფსიქო-კონსულტირებაში მუშაობას (კლინიკურ პრაქტიკას) EAGT აკრედიტებულ სუპერვაიზორებთან თანამშრომლობით;– წარჩინებულები საქმდებიან საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში;– გადიან პროფესორის ასისტირებაში სტაჟირებას საუნივერსიტეტო სივრცეში;– სწავლობენ ფსიქოთერაპიული კვლევის მეთოდებს და მათ პრაქტიკაში გამოყენებას;– მოხსენებებით გამოდიან სამეცნიერო კონფერენციებზე და ატარებენ ღია ლექციებსა და ვორქშოფებს.– იღებენ ფასდაკლებებს ტრენინგებზე, საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე;– სწავლობენ ორიგინალური ქართული სახელმძღვანელოებით და სარგებლობენ 3000-ზე მეტი წიგნისაგან შემდგარი პროფესიული ელექტრონული ბიბლიოთეკით.– ისწავლება და ვითარდება ინსტიტუტის ხელმძღვანელების მიერ შემუშავებული საავტორო კურსი „განწყობის თეორიის გამოყენება გეშტალტთერაპიაში“.