
იულიუს ლასალი
გერმანია
იულიუსი ორგანიზაციულ გეშტალტის მიმართულებით EAGT აკრედიტებული სპეციალისტია და მოღვაწეობს EAGT - GPO კომიტეტში. გეშტალტის გარდა, დაინტერესებულია ლიდერობითა და ორგანიზაციული განვითარებით. იგი, აღმასრულებელი ქოუჩი და ლიდერობის კონსულტანტია. თავის კლიენტებს სთავაზობს ინდივიდუალურ ქოუჩინგს, ჯგუფის ფასილიტაციას და ლიდერობის განვითარების პროგრამებს. იულიუსი, კონსულტანტის კარიერის დაწყებამდე, სწავლობდა ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში - ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მუშაობდა საერთაშორისო კომპანიებში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე 2017 წლამდე, რის შემდეგაც, მოღვაწეობა დამოუკიდებელ კონსულტანტად განაგრძო. იულიუსს დაწერილი და გამოცემული აქვს წიგნი - ,,თვით-გამაძლიერებელი ლიდერობა“, რომელშიც მოუწოდებს ლიდერებს, იპოვონ თავიანთი სტილი ნორმატიულ საზღვრებს მიღმა. ის ცხოვრობს ბერლინში, ოჯახთან ერთად.
