
მართა კაჭარავა
ფსიქოთერაპევტი
მართა კაჭარავა - ფსიქოლოგი, ევროპული აკრედიტაციის მფლობელი გეშტალტთერაპევტი
მართამ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამოყენებითი ფსიქოლოგიის მიმართულება, ამ ეტაპზე არის „საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის“ სალიცენზიო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
მართა არის საერთშორისო ამერიკული სკოლა "პროგრესი"-ს ფსიქოლოგი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის წევრი. იგი მუშაობს როგორც ზრდასრულებთან ისე ბავშვებთან და მოზარდებთან.
მართა ასევე თანამშრომლობს „საქართველოს წითელი ჯვარის საზოგადოებასთან“ და ორგანიზაციის პროექტების ფარგლებშიც და მის მიღმაც აქტიურად არის ჩართული სოციალურ და მოხალისეობრივ აქტივობებში.
მართას სამუშაო მიმართულებებია: დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, ტრავმა, სტრესი, თვითშეფასება, ურთიერთობების სირთულეები, პიროვნული ზრდა.