top of page

ნინო გოგბერაშვილი

ფსიქოთერაპევტი

ფსიქოლოგი, "საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის" სუპერვიზანტი პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი. „საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის“ ასოცირებული წევრი; საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის მენეჯერი; ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ეროვნული გეშტალტ ცენტრის პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი. ჩართულია სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტის სტატუსით. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიული ტრენინგი გეშტალტ თერაპიის, ფსიქოტრავმის, კრიზისული ინტერვენციის, ოჯახისა და წყვილთა თერაპიის, ფსიქოპათოლოგიისა და ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით. წარმატებით აქვს დასრულებული გეშტალტ-არტთერაპიის 50-საათიანი პრაქტიკული კურსი. ასევე - თანამედროვე ფსიქოკონსულტირების 475-საათიანი სასწავლო პროგრამა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქოკონსულტირების 200 საათიანი პროგრამა. ფლობს მოზარდებისა და ზრდასრულების ფსიქოლოგიური კონსულტირების პრაქტიკულ ცოდნას, მიღებული აქვს დღის ცენტრში მუშაობის გამოცდილება. პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიას, ფსიქოლოგიურ კონსულტირებასა და პიროვნული განვითარების მხარდაჭერას. საკონტაქტო ტელ.: 598420336

© 2022 Aleksi Tsverava for GNGI

bottom of page