top of page

რუსუდან კილაძე

ფსიქოთერაპევტი

ფსიქოლოგი მაგისტრი, "საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის" კურსდამთავრებული, EAGT აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, ტრენერი. „საქართველოს გეშტალტ თერაპევტთა ეროვნული ასოციაციის“ ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე; დიმიტრი უზნაძის სახელობის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენერი; წმინდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის (SANGU) ლექტორი; საქართველოს საპატრიარქოს პროექტში - ,,ღირებულებითი განათლება სასულიერო პირთათვის’’- ტრენერი; დემოკრატიის განვითარების სააგენტო ,,პოზიტიური მშობლობის პროგრამა’’ - ფსიქოკონსულტანტი; ,,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის" - ფსიქოლოგიის მასწავლებელი. აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე ბავშვებთან; ასევე - ინკლუზიურ ბანაკებსა და თეატრში; კერძო და საჯარო სკოლებში, დაკავებულია სპორტით, საქველმოქმედო და სამეცნიერო საქმიანობით. ჩართულია სოციალურ და საქველმოქმედო პროექტებში. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიული ტრენინგი გეშტალტთერაპიის, სენსორული თერაპიის, ქცევის თერაპიის, მუსიკათერაპიის, სქესობრივი აღზრდის, ფსიქოტრავმის, კრიზისული ინტერვენციის, HR-ის, სოციალური მუშაობის, ოჯახისა და წყვილთა თერაპიის, ფსიქოპათოლოგიისა და ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით. გავლილი აქვს სპეციალური მასწავლებლის ასოცსაათიანი პროგრამა, არის სერტიფიცირებული მასწავლებელი. საკონტაქტო - 598420336

© 2022 Aleksi Tsverava for GNGI

bottom of page