top of page
Search

ვორქშოფი - „საკმარისობის“ ცოცხალი გამოცდილება

11 minutes ago
2 min read

გიწვევთ პროფესიულ ვორქშოფზე!


„საკმარისობის“ ცოცხალი გამოცდილება

ყოველდღიურ ცხოვრებასა და თერაპიულ სივრცეში


3–4 დეკემბერი |  10:00–17:00


მისამართი: პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა №49 (სასტუმრო ჯინჯერი • Ginger Hotel)


საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის მოწვევით, ქართულ პროფესიულ საზოგადოებას ეწვევა კონსტანტინა გკიონი (Konstantina Gkioni) — ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი და სუპერვიზორი საბერძნეთიდან, რომელიც ორდღიან პროფესიულ ვორქშოფს გაუძღვება.


გიგრძვნიათ თავი „არასაკმარისად" 

თანამედროვე ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით სიტუაციებს, როდესაც გვიწევს, მეტი გავაკეთოთ, მეტს მივაღწიოთ ან სხვაგვარად ვიყოთ, რათა საკუთარი თავისა და სხვებისთვის საკმარისები აღმოვჩნდეთ.


რას ნიშნავს, იყო საკმარისი? როგორ განვიცდით საკუთარ საკმარისობას და რამდენად ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ?


ეს ვორქშოფი საკუთარი თავისკენ შემობრუნებისა და საკმარისობის განცდასთან შეხვედრის შესაძლებლობაა - სივრცე, სადაც შეგვიძლია დავაკვირდეთ ჩვენს გამოცდილებას, აღმოვაჩინოთ საკუთარი საზღვრები და პოტენციალი და შევხვდეთ საკუთარ თავს აქ და ამჟამად.


ვორქშოფის ფარგლებში განვიხილავთ:

 როგორ განვიცდით „საკმარისობას“ ყოველდღიურ ცხოვრებასა და თერაპიულ სივრცეში;

 როგორ ვუახლოვდებით საკუთარ პოტენციალს, როგორ ვახორციელებთ მას და რას ნიშნავს ეს პროცესი აქ და ამჟამად;

 როგორ განსაზღვრავს ჩვენი პირადი ღირებულებები იმას, თუ რას აღვიქვამთ საკმარისად;

 როგორ აყალიბებს წარსული გამოცდილებისთვის მინიჭებული მნიშვნელობა ჩვენს წარმოდგენას საკმარისობის შესახებ;

 როგორ იცვლება ჩვენი საზღვრები გაცემისა და მიღების პროცესში.

ტრენერის შესახებ


კონსტანტინა გკიონი - ფსიქოლოგი (სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი), ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრი (ათენის ეროვნული და კაპოდისტრიას სახელობის უნივერსიტეტი), გეშტალტთერაპევტი და სუპერვიზორი.


კონსტანტინა არის გეშტალტთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAGT) ეთიკის კომიტეტის წევრი, საბერძნეთის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (HAGT) წევრი და ევროპული ფსიქოთერაპიის სერტიფიკატის (ECP) მფლობელი.


პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მუშაობდა დამოკიდებულების მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების თვითდახმარების ჯგუფებთან, ფსიქიატრიული დაწესებულებების სტაციონარულ განყოფილებებში, ქალთა მხარდამჭერ ჯგუფებთან და მშობელთა საკონსულტაციო ჯგუფებთან.


ასევე მუშაობდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ საჯარო სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და მოსწავლეთა დიფერენცირებული დიაგნოსტიკისა და მხარდაჭერის ცენტრში.


მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც ჯგუფურ თერაპიულ მუშაობას, ისე ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ პრაქტიკას.


მონაწილეობის საფასური

20 ნოემბრის ჩათვლით:

- ასოციაციის წევრებისთვის — 30 € (90 ლარი).

- ასოციაციის არაწევრებისთვის — 90 € (265 ლარი).

20 ნოემბრის შემდეგ:

- ასოციაციის წევრებისთვის — 50 € (150 ლარი).

- ასოციაციის არაწევრებისთვის — 120 € (355 ლარი).

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/sj8cSqktkWk8KsGW7


მოხარული ვიქნებით, თუ ამ მნიშვნელოვან გამოცდილებას ჩვენთან ერთად გაიზიარებთ.


 
 
 

Comments


© 2022 Aleksi Tsverava for GNGI

bottom of page